ლევან ჯიბღაშვილი - დედამ რომ მომაკითხა და "პერედაჩი" შემომაწოდა, ეს იყო საშინელი დარტმა და ემოცია

დედამ რომ მომაკითხა და "პერედაჩი" შემომაწოდა, ეს იყო პირველი ემოცია, - ამის შესახებ მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში“ დაკავების პერიოდზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ჯიბღაშვილის თქმით, ეს პერიოდი, მის ცხოვრებაში ფრაგმენტებად დაფიქსირდა.

„დღემდე ვებრძვი იმ ფსიქოლოგიურ სტრესს, რაც იმ ორ ღამეში გავიარე. სადაც შევდიოდი, ყველა მეუბნებოდა, რომ ამ კაცს აქ რა უნდაო. ეს რაღაც მხრივ შენთვის საამაყოა და რაღაც მხრივ ძალიან დიდი დარტყმაა. მაგალითად, „გადაბარება“ ერქვა დილით "სმენები" რომ იბარებდნენ საკნებზე მეთვალყურეობას და რომ გამოვდიოდით და მიყურებდნენ, სახეზე ხომ ატყობ ადამიანს, რომ გამოგხედავს და უცებ ისევე იყურება შენსკენ. ვერ წარმოუდგენია, რომ შენ შეიძლება იქ აღმოჩნდე. ამიტომ ვამბობ, რომ რთული განსაცდელი გავიარე და კიდევ გავდივარ ამ გზას. საშინელებაა, როცა დილით იღვიძებ და არ იცი, აღმოსავლეთი საით არის, დასავლეთი საით არის, საპირფარეშოში გასასვლელად ნებართვა რომ გჭირდება. პირველი ემოცია, დედამ რომ მომაკითხა და „პერედაჩი“ შემომიგზავნა ეს იყო საშინელი დარტყმა და ემოცია, როცა გავიაზრე, თუ სად უწევს მშობელს შენი მოკითხვა“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

მსახიობი, მიუხედავად მასზე დაკავების დღეებში, სოციალურ ქსელში დაწერილი უარყოფითი კომენტარებისა, საზოგადოებას ურჩევს, „თუნდაც ერთი წუთით მაინც გაიაზროს იმ ადგილას ყოფნა, სადაც ის იყო იმ პერიოდში“.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს