მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერთან ალეკო ელისაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად,ოქროყანაში,სპორტულ მოედანთან, ნერგები დარგო.
ლევან იოსელიანის ინიციატივის ფარგლებში - “გავამწვანოთ ქალაქი საარჩევნო პლაკატებით გადაჭრელების ნაცვლად” დღეს 30 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო.
„აღნიშნული ტერიტორიის გამწვანება ადგილობრივების თხოვნით მოხდა, რადგან მოსახლეობა შიშობს, რომ “ზონა გ”-ში არსებულ ტერიტორიას გასხვისება ელოდება, რადგან ადგილზე უკვე დაიწყო მშენებლობა,რაზეც მერიის შესაბამისი სამსახურები რეაგირებას არ ახდენენ.
გამწვანების აქცია მიზნად ისახავს როგორც აღნიშნული ტერიტორიის დაცვას გაყიდვისგან, ისე მოწოდებას მთაწმინდის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის, რომ საარჩევნო პლაკატების ბეჭდვა-გავრცელებისთვის განკუთვნილი თანხა აღნიშნულ რაიონში ნერგების დასარგავად გამოიყენონ“, - ნათქვამია „სამოქლაქო მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"