არქიმანდრიტი კირიონი - აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მონასტრის  ტერიტორიაზე კონტიგენტი გაზარდა

აზერბაიჯანულმა მხარემ კონტიგენტი 17-18 კაცამდე გაზარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათამონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილებისას დაბრკოლება არ ექმნებათ.

„ვითარება მშვიდია. მომლოცველიც და ტურისტიც ჩვეულებრივ, დაუბრკოლებლად მიდის მონასტერთან, მაგრამ უცნაური რაც ხდება, ის არის, რომ გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ კონტიგენტი გაზარდა. მათი კონტიგენტი 17-18 კაცი გახდა. მანამდე მხოლოდ 2 კაცი პატრულირებდა. გაუგებარია, რატომ გააძლიერეს ასე, რატომ აძლევენ ამის უფლებას. მდგომარეობა მშვიდია იმ მხრივ, რომ დავდივართ. ამას თუ ჰქვია სიმშვიდე და სხვას არაფერს, მაშინ მშვიდია“, - განაცხადა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა.

არქიმანდრიტის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანულმა მხარემ კვლავ ჩაკეტოს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა.

„მე მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ესენი არ გაჩერდებიან. იმიტომ, რომ ასე არ გაზრდიან კონტიგენტს, თუ რაღაც ინტერესები არ გააჩნიათ ამ ტერიტორიების მიმართ უახლოეს ხანებში,“- განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

რაც შეეხება ქართული მხარის პოზიციას, არქიმანდრიტ კირიონის განმარტებით, მათი პასუხია, რომ მოვლენებთან დაკავშირებით „ინფორმაცია არ აქვთ“.

„ინფორმაციები არ აქვთ. ასეთი გენიალური პასუხები არსებობს,“ - აღნიშნა არქიმანდრიტმა, კირიონმა.

არქიმანდრიტი კირიონი - აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კონტიგენტი გაზარდა

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა