ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი - ბრალდების მხარის სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ კარტოგრაფიულ საქმიანობას, რუკების ალბომების შედგენას და რუკებზე სამუშაოების წარმოებას მხოლოდ ბრალდებულები ახორციელებდნენ

დღეს ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა, სამივე მათგანმა ცალსახად დაადასტურა, რომ კარტოგრაფიულ საქმიანობას, რუკების ალბომების შედგენას და რუკებზე სამუშაოების წარმოებას მხოლოდ ბრალდებულები ახორციელებდნენ, - ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სადრაძის განცხადებით, მარტივად დგინდება, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიერ შედგენილი დოკუმენტი იყო საქართველოს საწინააღმდეგო და ამ შეთანხმებების ფარგლებში საქართველოს საკმაოდ სერიოზული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეექმნა. მისივე თქმით, ამას ადასტურებს ორი დასკვნა, რომელიც კარტოგრაფიულმა ექსპერტებმა შეადგინეს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ერთ-ერთი მოწმის მტკიცებით, ყველაზე აქტიური იყო 70-იანი წლების რუკა. ამავე მოწმემ დაადასტურა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, საკითხის განხილვები და კომისიის წევრების ინფორმაციით, რუკებით დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიას არ მიეკუთვნებოდა, ეს ინფორმაცია ჰქონდათ ბრალდებული ივერი მელაშვილისგან. ამ მოწმემ დაადასტურა, რომ რუკებით დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და პოზიციები იყო აზერბაიჯანის მხრიდან, თითქოს ეს იყო ალბანური კულტურის ძეგლი. მოწმეების მიერ მიცემული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ მხოლოდ ეს ორი ბრალდებული მუშაობდა ამ საკითხებზე, მარტივად დგინდება, რომ მათ მიერ შედგენილი დოკუმენტი იყო საქართველოს საწინააღმდეგო და ამ შეთანხმებების ფარგლებში საქართველოს საკმაოდ სერიოზული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეექმნა. ამას ადასტურებს ორი კარტოგრაფიული ექსპერტის დასკვნა, რომელიც შეადგინეს 7-7-მა ექსპერტმა და ყველანი კარტოგრაფები არიან, განსხვავებით საშუალო ტექნიკური განათლების მქონე ერთი ბრალდებულისა და მეორისა, რომელიც არის ინჟინერ-მიწათმომწყობი“, - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

პროკურორის ინფორმაციით, გარკვეული წინსვლა მიმდინარე გამოძიების კუთხითაც აქვთ და დავალებების გამცემი პირების მიმართულებით გარკვეული ინდიკატორები არსებობს.

„ყველა ჩვენებით და ობიექტურად, მატერიალურად დასტურდება ის, რომ კარტოგრაფიულ საქმიანობას მხოლოდ ორი ეს ბრალდებული ახორციელებდა კომისიის მთელი საქმიანობის პერიოდში. გარკვეული წინსვლა მიმდინარე გამოძიების კუთხითაც არსებობს, ამის დაანონსებას ვერ მოვახდენთ, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ. ფაქტია, რომ გამოძიება დავალებების გამცემი პირების მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ და გარკვეული ინდიკატორები არსებობს, ვის მიმართაც შეიძლება არსებობდეს ლეგიტიმური კითხვის ნიშნები“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს