"ევროპული საქართველოს" ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლებს ხვდებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრას მართავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის ძირითადი თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავება იქნება.

"ვხვდებით ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში ევროპის და აზიის დეპარტამენტის დირექტორს. მთავარი თემა, რაც ევროკავშირის მხრიდან იყო მოთხოვნილი, უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და იმ ცვლილებებს, თუ რა უნდა გაკეთდეს განვლილი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, 2020 წლის არევნების ნორმალურად ჩასატარებლად. ბუნებრივია, შიდა დემოკრატია და არჩევნები იქნება მთავარი თემა, თუმცა, ასევე ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე იმიტომ, რომ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა და ჩვენი პარტიის მთავარი ხედვა გახლავთ ის, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ნაბიჯ-ნაბიჯ, სექტორულად ჩვენ უნდა მივიწევდეთ ევროკავშირთან ყოველწლიურად და ბუნებრივია, რომ საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის გაღრმავებაც იქნება ჩვენგან ძალიან მნიშვნელოვანი თემა", - განაცხადა ბაქრაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს