მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში გაიცა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-მარტში 2052 მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,2 პროცენტით ნაკლებია. მათივე ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 1378,1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,8 პროცენტით მეტია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქსტატიდან აცნობეს, ნებართვების 71,6 პროცენტი ქვეყნის სამ რეგიონზე მოდის. კერძოდ, მათივე ინფორმაციით, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50,0 პროცენტი თბილისზე, 11,1 პროცენტი – აჭარაზე და 10,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: შიდა ქართლი - 2,2% პროცენტი, სამცხე-ჯავახეთი -3,0 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4,3 პროცენტი, რაჭა-ლეჩხუმი - 0,3 პროცენტი, მცხეთა-მთიანეთი - 5,2 პროცენტი, კახეთი - 5,6 პროცენტი, იმერეთი - 6,2 პროცენტი, გურია - 1,6 პროცენტი.

საქსტატის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა კატეგორიის შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. მათივე ცნობით, გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

მათივე ინფორმაციით, დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე - კერძოდ, 40,5 პროცენტი მოდის თბილისზე; 12,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 7,9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: შიდა ქართლი - 7,3 პროცენტი, სამცხე-ჯავახეთი -4,8 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4,8 პროცენტი, მცხეთა-მთიანეთი - 7,4 პროცენტი, რაჭა-ლეჩხუმი - 2,4 პროცენტი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 5,0 პროცენტი, იმერეთი - 5,8 პროცენტი, გურია - 1,5 პროცენტი.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა სულ 624,4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 59,9 პროცენტით მეტი) 619 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14,2 პროცენტით მეტი).

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს