შსს-მ სალომე ზურაბიშვილის მიერ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხის შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ტვიტერში" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდზე კიბერთავდასხმის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო.

საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებაზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება“, - განუცხადეს შსს-ში "ინტერპრესნიუსს".

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის ტვიტი გააზიარა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს „მძინარას" უწოდებს. თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხეს კიბერთავდასხმაც.

იხილეთ ვიდეო

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო