„თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა“ დედაქალაქის მერს თხოვნით მიმართავს

თბილისის მერიის ბრძანებით, ზურაბ წერეთელი „ლიკვიდატორ დირექტორად“ დაინიშნა, ბიბლიოთეკებს კი თანამშრომელთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ წერილობითი გაფრთხილება დაურიგდათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სსიპ „ ქ. „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკიდან“ აცნობეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში“ მერიიდან ბრძანება მივიდა.

„გენერალური დირექტორი ზურაბ წერეთელი ოფიციალურად დაინიშნა ლიკვიდატორ დირექტორად. მან დღესვე დაიწყო დავალების შესრულება ( რა თქმა უნდა , თუ წარმატებით მოახდენს ბიბლიოთეკების ლიკვიდაციას, მას საუკეთესო ადგილს შესთავაზებენ).

ოცდათექვსმეტივე ბიბლიოთეკას დაურიგდა წერილობითი გაფრთხილება თანამშრომელთა მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. ითხოვენ ხელმოწერებს, რომ დავეთანხმოთ ლიკვიდაციას. სოფო ხუნწარიას სიტყვები, რომ არც ერთი თანამშრომელი დარჩება უმუშევარი, სიცრუეა.

დღეს ბიბლიოთეკარების პროფესიული დღეა. ასე მოგვილოცა ეს დღე მერიამ და ლიკვიდატორმა გენერალურმა დირექტორმა ზურაბ წერეთელმა“, - ნათქვამია „თბილისის მთავარ ბიბლიოთეკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიბლიოთეკის 264 თანამშრომელი უარს ამბობს, დაეთანხმოს ლიკვიდაციას და „მთავარი ბიბლიოთეკა“ მერს მიმართავს, ბიბლიოთეკებში რეფორმა განახორციელოს.

„გვყავს ადვოკატი, ვამზადებთ სარჩელს, ბრძოლას სასამართლოში გავაგრძლებთ.

„კიდევ ერთხელ ვთხოვთ ქალაქის მერს, კახა კალაძეს, ნუ მოახდენს ბიბლიოთეკების ლიკვიდაციას და რეფორმა და რეორგანიზაცია განახორციელოს ბიბლიოთეკებში მომუშავე პროფესიონალებით, რადგან საბიბლიოთეკო დარგის სპეციალისტები აღარ არსებობს“, - აღნიშნულია „თბილისის მთავარ ბიბლიოთეკის“ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს