ლოცვანს, რომელიც გამოსვლიდან ერთ დღეში სრულად გაიყიდა, „პალიტრა L” ისევ დაბეჭდავს

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული „ლოცვანის“ სრული ტირაჟი ერთ დღეში გაიყიდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”- დან აცნობეს.

მათივე ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შექმნილი „ლოცვანი“ 29 აპრილს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა. მკითხველებს მისი შეძენა, სპეციალურ ფასად, 13 ლარად შეეძლოთ.

გამომცემლობის დირექტორის, თინათინ ასათიანის თქმით, შეძენის მსურველთა დიდი რაოდენობა მოსალოდნელი იყო, ამიტომაც გამოუშვეს „ლოცვანი“ დიდი ტირაჟით.

ვინაიდან, ტირაჟი ერთ დღეში სრულად გაიყიდა და მკითხველთა დიდმა ნაწილმა შეძენა ვერ შეძლო, „პალიტრა L“ მას ისევ დაბეჭდავს.

როგორც თინათინ ასათიანი აღნიშნავს, „ლოცვანს“ ხელმეორედ კვლავ დიდი ტირაჟით დაბეჭდავენ.

ახალი ტირაჟი 4 კვირის ვადაში დაიბეჭდება და სავარაუდოდ, ამაღლების კვირაში კვლავ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, იმავე ფასად, 13 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ