უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ნაწილი აპროტესტებს, რომ აფხაზეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე ხელისუფლებამ რუსლან აბაშიძე მათთან შეთანხმების გარეშე შეარჩია

აფხაზეთის მთავრობის მეთაურად რუსლან აბაშიძის დანიშვნას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ნაწილი ეწინააღმდეგება.

როგორც დეპუტატთა ნაწილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, აბაშიძის კანდიდატურის არჩევა ცენტრალურმა მთავრობამ მოითხოვა.

"ჩემთვის პროცედურა და ანგარიშის ასე არ გაწევა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსადმი, აბსოლუტურად მიუღებელია. გვითხრეს, ეს გადაწყვეტილება არის მიღებული და თქვენ უბრალოდ კენჭი უყარეთო. მე მინდა ვიცოდე, ვინ მოდის, რით მოდის, რა პროგრამა აქვს. პროგრამაც კი არ წარმოუდგენია და ამ დროს ამბობენ, დაჩქარებული წესით დაამტკიცეთო," - განაცხადა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რუსლან აბაშიძის კანდიდატურა შეარჩია. აბაშიძე ამჟამად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მოადგილეა.

იხილეთ ვიდეო: აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რუსლან აბაშიძის კანდიდატურა შეარჩია

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს