მე-4 კატეგორიის საწარმოები ბიდიოს მაღალი კლასის მომსახურებით ისარგებლებენ

BDO მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას გაწევს.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ბიდიო აუდიტის მომსახურების წილით ბაზარზე ლიდერობს. ბიდიოს აუდიტის მომსახურებით სარგებლობს 1-ლი და მე-2 კატეგორიის საწარმოებისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა (სდპ) პროცენტულად ყველაზე დიდი წილი საქართველოში.

2019 წლის 1 ოქტომბრისთვის, 1-ლი და მე-2 კატეგორიის კვალდაკვალ, უკვე მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებსაც უწევთ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.

მესამე კატეგორიის საწარმომ, ახალი კანონის მიხედვით, ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგება უნდა აწარმოოს IFRS for SME სტანდარტის მიხედვით, თუმცა მას უფლება აქვს აღრიცხვა და ანგარიშგება აწარმოოს IFRS სტანდარტების მიხედვითაც. მე-3 კატეგორიისთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ნებაყოფლობითია, ასევე არასავალდებულოა მმართველობითი და გადასახადების ანგარიშგებების წარდგენა.

მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა აღრიცხვისა და ანგარიშგების მომზადებისთვის უნდა ისარგებლონ მათთვის დადგენილი გამარტივებული სტანდარტით. ანგარიშგების გამოქვეყნება და აუდიტი, ისევე როგორც მმართველობითი და გადასახადების ანგარიშგებების წარდგენა, ამ კატეგორიის სუბიექტებისთვის არ იქნება სავალდებულო.

ვალდებულების შესრულების გარდა სწორად მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები, როგორც არსებული მდგომარეობის ანალიზის ინსტრუმენტები, პირველ რიგში ბიზნესისთვის არის აუცილებელი: უზრუნველყოფს რისკების თავიდან არიდებას და ბიზნესის განვითარების სწორი მიმართულებით დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

იმ კომპანიებს, ვისაც სურს შიდა კადრებით გაართვას თავი აღნიშნულ საკანონმდებლო ვალდებულებას, BDO Academy ფინანსური მიმართულების თანამშრომლებისთვის ანგარიშგების მომზადების სტანდარტებში გადამზადებას სთავაზობს.

არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას III-IV კატეგორიის სუბიექტებისთვის კურირებს BDO-ს პარტნიორი ივანე ჟუჟუნაშვილი, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის წევრია და უშუალოდ არის ჩართული ახალი სტანდარტების თარგმნასა და ადაპტირებაში.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა