შალვა შავგულიძე - საზოგადოება განწყობილია რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს

ბლოკის „ევროპული საქართველო“ თავისუფალი დემოკრატები“ მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ამის შესხებ „ინტერპრესნიუსს“ ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან“ აცნობეს. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობა ავარიული სახლების პრობლემებზე საუბრობს.

შალვა შავგულიძის თქმით, თბილისის ისტორიულ ნაწილში, მთაწმინდელებსაც დედაქალაქის რაიონების მსგავსად მძიმე სოციალური ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, ხელისუფლებამ არც ერთი დანაპირები არ შეასრულა და საზოგადოება ცვლილებებისთვის არის განწყობილი.

"საზოგადოება განწყობილია რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს რადგან არ შეასრულა ის დაპირებები, რასაც ჰპირდებოდა ხალხს არჩევნების დროსაც და შემდგომაც. ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობასთან კონკრეტულად საუბარი იყო ადგილობრივ, ლოკალურ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს ამომრჩეველს: ეს არის ძეგლის სტატუს მინიჭებული სახლების პრობლემა, რომელის უმეტესობა ნგრევადია და მათში ცხოვრება სახიფათოა. სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ შეაკეთოს და ცხოვრება გახადოს შესაძლებელი. თვითონ მცხოვრებლებს კი ამის უფლება არ აქვთ ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა