"გალფმა" სოლიდარობის ფონდში 77.880 ლარი გადარიცხა

"გალფმა" წინასააღდგომოდ მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია შესთავაზა მის მომხმარებლებს! Gulf Club-ის წევრების მიერ შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხა ონკოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობისთვის.
კამპანია მხოლოდ ორი კვირა, 15 აპრილიდან 28 აპრილამდე, მიმდინარეობდა. საერთო ჯამში, კამპანიის ფარგლებში 77,880.87 ლარი შეგროვდა და აღნიშნული თანხა სრულად სოლიდარობის ფონდში გადარიცხა.
მიმაგრებული ფაილში იხილეთ გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი: https://bit.ly/2Wk8dBg
(R)

























