ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიისთვის აშშ-ის დახმარების კოორდინატორის მოადგილეს ჯეიმს მერზს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. საუბრის ძირითადი თემა კი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იყო, რომელიც იმპლემენტაციის პროცესშია.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს დეტალურად გააცნო ინიციატივა, მისი არსი და მიზნები. მიმართულებები, რომელთაც იგი მოიცავს და შეღავათები, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების როლს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების საქმეში.

შეხვედრის ბოლოს ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე სამშვიდობო პოლიტიკისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს