ზაქარია ქუცნაშვილი - გახარია სულ 17 თვის მინისტრია და ჩემს კოლეგებს რომ ვუსმენდი, მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ცოდვები აკიდეს ამ კაცს

გახარია სულ 17 თვის მინისტრია და ჩემს კოლეგებს რომ ვუსმენდი, მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ცოდვები აკიდეს ამ კაცს, - ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. დეპუტატმა აღნიშნა რომ დღეს სამინისტრო მის მთავარ ორიენტირს აცდა.

„ჩვენ მივიღეთ შემდეგი სიტუაცია, რომ თამბაქოს დააგდებს ვინმე ქუჩაში, პასუხს თხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ, რომ პოლიციამ უნდა აღმოაჩინოს და დასაჯოს; ნაგავს დაყრის ვინმე?! პოლიციამ უნდა ოქმი გააფორმოს და დასაჯოს. ოჯახში ვინმე იჩხუბებს?! უნდა მივიდეს ოჯახში და გააშველოს ცოლ-ქმარი და შემაკავებელი ორდერი გამოწეროს. რესტორანში ვინმე მუსიკას ხმამაღლა აუწევს - პოლიციას უნდა გამოვუძახოთ რომ მუსიკას დააწევინოს. აღარ ვლაპარაკობ ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის სიჩქარის გადაჭარბება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად იმხელა ფუნქციები დავაკისრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხშირ შემთხვევაში შეუსაბამო, რომ სამინისტრო ლამის აცდა მის მთავარ ორიენტირს. მთავარი ორიენტირი კი უნდა იყოს დანაშაულთან ბრძოლა და არა ნაგვის დამყრელების, სიგარეტის „ბიჩოკების“ დამყრელების ან რესტორნების ხულიგნებისთვის პასუხის მოთხოვნა ხმამაღალი მუსიკის სიყვარულის გამო“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ