გიორგი გახარია - ყველაზე დიდი რისკია, არ დავუშვათ საპარლამენტო ზედამხედველობის დისკრედიტაცია

ყველაზე დიდი რისკია, არ დავუშვათ საპარლამენტო ზედამხედველობის დისკრედიტაცია - ეს არის უდიდესი რისკი, - ამ სიტყვებით შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო გამოსვლა დაასრულა.

“ამ ქვეყნისათვის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უნდა განვითარდეს როგორც საპარლამენტო დემოკრატია, რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ის ხარისხი, რომელსაც ჩვენ ახლა აქ ვხედავთ, შინაარს უკარგავს იმას, რომ პარლამენტში იყოს პოზიტიურ დღის წესრიგზე მუშაობა. ეს დღეს აშკარად დავინახე. კარგად მესმის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი არის პოლიტიკური დღის წესრიგი, მაისში არჩევნებია და 2020 სულ ახლოსაა, მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ შს სამინისტრო არის ყველასი - თითოეული მოქალაქის, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც პოლიციას მიჩმორებული დაუძახეს“, - განაცხადა პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მოუსმინეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს