აუცილებელი სერვისები თქვენი ავტომობილისთვის - „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ რჩევები მძღოლებს

ავტომობილის ექსპლუატაციის ვადა ამა თუ იმ მოდელის დაპროექტებისას განისაზღვრება, სრულყოფას აღწევს მისი დამზადების პროცესში და რეალიზდება რეალურ დროში, ანუ მისი ექსპლუატაციის პროცესში. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორის ან მიზეზის გავლენით, ავტომობილის ექსპლუატაციის ვადა შეიძლება შემცირდეს და საპროგნოზოზე გაცილებით ნაკლები გახდეს.

შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის თავიდან აცილება, რა რისკ-ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს ავტომანქანის მფლობელმა, როგორ მძღოლს შეგვიძლია დავარქვათ „კარგი მძღოლი“ და რეალურად, რაზეა დამოკიდებული ავტომანქანის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება? მიგვაჩნია, რომ ეს საკითხები, დღევანდელი ეკონომიკური ფონისა თუ დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, ნებისმიერი მძღოლისთვის საინტერესოა.

თემაზე ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერის - „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ - DMS (Dealer Management System) სერვისის მენეჯმენტის ჯგუფის ხელმძღვანელი მალხაზ ყაველაშვილი გვესაუბრება.

- „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომანქანის გეგმური მომსახურება „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხდება. საუბარია იმ პერიოდულ სამუშაოებზე, რომელიც ავტომობილს ყოველი 10 000, 20 000, 30 000 და ა.შ. კილომეტრის გავლის შემდეგ უნდა ჩაუტარდეს, ხოლო თუკი ავტომობილი გაძლიერებული ექსპლუატაციის ქვეშ არის, აუცილებელია სერვისი ყოველ 5000 კმ–ზე ჩაუტარდეს. ეს გაწერილი სერვისებია, რაც პროფილაქტიკურ სამუშაოებსაც მოიცავს. პირველი ყველაზე მასშტაბური სერვისი ავტომობილს უტარდება 40 000 კმ-ის, ხოლო მომდევნო - 80 000 კმ-ის გავლის შემდეგ, როდესაც იცვლება სალონისა და ჰაერის ფილტრებიც, სამუხრუჭე სითხეც, წინა და უკანა ხიდებში ზეთიც და ტარდება კიდევ სხვა მრავალი დამატებითი სერვისი. თუმცა ზეთი და ფილტრი ყოველი 10 000 კმ-ის გავლის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ზოგადად, სულ რომ არ იაროს მანქანამ, ერთ წელიწადში მაინც უნდა ჩაუტარდეს ეს სერვისი, რადგან საცხებ-საპოხი მასალების შემადგენლობა ირღვევა და როგორც წესი, თანდათან თავის ფუნქციას კარგავს.

- ფუნქციას კარგავს?..

- შეიძლება ზეთი გათხელდეს, დაკარგოს სიმკვრივე, სიბლანტე და მისი შემადგენლობა ვეღარ პასუხობდეს მის ფუნქციებს. ამის გამო კი შესაძლებელია სავალალო შედეგიც კი დადგეს.

- სავალალო შედეგში რას გულისხმობთ?

- აი, რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა სამუხრუჭე სითხე კარგავს თავის თვისებებს... ზოგადად, მუხრუჭზე დაწოლისას ავტომობილი მომენტალურად ჩერდება. როცა სამუხრუჭე სითხეს თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს, მუხრუჭზე დაწოლისას სამუხრუჭე მანძილი იზრდება, ანუ, ავტომობილის დამუხრუჭება მომენტალურად არ ხდება. სწორედ ასეთი ფაქტია არასასურველი და საშიში მძღოლისთვის, მისი მგზავრებისა და გარშემომყოფებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მძღოლმა ეს გარემოება გაითვალისწინოს და ყოველი 40 000 კილომეტრის გავლის შემდეგ შეცვალოს სამუხრუჭე სითხე. სამწუხაროდ, ჩვენში ამ კულტურას ხშირად იგნორირებას უკეთებენ. ავტომანქანის მფლობელები, ძირითადად, მხოლოდ ძრავის ზეთის შესაცვლელად მოგვმართავენ.

- რამდენად აუცილებელია გეგმიური სამუშაოების ჩატარება?

- აუცილებელია, რადგან თუ ეს სამუშაოები არ ჩაუტარდა ავტომანქანას, მცირდება მისი ექსპლუატაციის ვადა. საქართველოში არის ტოიოტას ავტომანქანები, რომლებსაც 800 000 კმ-მდე აქვს გავლილი, თუმცა ასეთ მანქანებს მფლობელები სისტემატურად უტარებენ გეგმურ სამუშაოებს, რეგულარულად ცვლიან საპოხ-საწვავ მასალებს და ავტომანქანის ექსპლუატაციის ვადაც ხანგრძლივდება. სწორედ ამიტომაა ამ სამუშაოების ჩატარება მიზანშეწონილი. პერიოდულად ჩასატარებელ სავალდებულო სამუშაოებს შეგვიძლია გრაფიკული სახეც მივცეთ - ეს ნამდვილად გამოადგებათ ტოიოტას მძღოლებს.

- რატომ არის საჭირო, რომ ძრავაში დროულად შეიცვალოს ზეთი?

- ნებისმიერ მექანიზმს, ძრავა იქნება ეს თუ გადაცემათა კოლოფი, რომელშიც მექანიკური მოძრაობა მიმდინარეობს, აუცილებლად სჭირდება საპოხი მასალა, იგივე ზეთი. ზეთი გარკვეული დროისა და ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ კარგავს თავის თვისებებს და ვერ დაპოხავს ამა თუ იმ ნაწილს. სწორედ ამის შემდეგ იწყება ზეთის „ჭამა“. ავტომანქანა იწყებს ბოლვას და აბინძურებს გარემოს. ამ დროს ხდება ზეთის აალება და მუქი ფერის გამონაბოლქვი სწორედ ამის მიზეზია. მანქანის ბოლვა შეიძლება იმ მიზეზითაც იყოს გამოწვეული, რომ მძღოლმა არ ჩაასხა იმ კატეგორიის ზეთი, რაც მის მანქანას სჭირდებოდა. სხვადასხვა მოდელის ავტომანქანას მისთვის განკუთვნილი ზეთი ესაჭიროება. ყველა ზეთს თავისი კონკრეტული ნომერი და თავისი კონკრეტული სიბლანტე აქვს.

- რამდენად იცავთ ამ პრინციპს?

- „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შემოსულ ყველა ავტომობილს ჩვენ ზუსტად იმ სიბლანტის ზეთს ვუსხამთ, რაც მას სჭირდება და რა საკვირველია, ჩვენს სერვის–ცენტრში მხოლოდ ორიგინალი, უშუალოდ იაპონიიდან მიღებული ავტონაწილებით ვემსახურებით მომხმარებელს.

- მეორად ბაზარზე შეძენილი მანქანების მფლობელები რამდენად იცავენ ამ პრინციპს?

- ჩვენი მომხმარებელი უფრო და უფრო ინფორმირებული ხდება. 5 წლის წინ არავინ იცოდა, რომ პრიუსში 0W-20 ზეთი უნდა ჩაესხა. ამ ტიპის ზეთის კონსისტენცია უფრო თხელია და ზუსტად ესადაგება ჰიბრიდის ძრავას, რომელსაც ხშირად უწევს გაციება და გაცხელება. ეს, ალბათ, იმითაც იყო განპირობებული, რომ ჰიბრიდები ჩვენთან იშვიათობა იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპოხი მასალა აუცილებლად ორიგინალი წარმოების უნდა იყოს, რათა თავისი საქმე კარგად შეასრულოს და შესაბამისად, ძრავამაც და გადაცემათა კოლოფმაც გამართულად და დიდხანს იმუშაოს. ჩვენს ცენტრში ნებისმიერი მომხმარებელი გარანტირებულად დაცულია, რომ მის ავტომანქანაში ორიგინალი საპოხი მასალა ჩაისხმება. მსგავსი გარანტია არ არსებობს იმ პროფილაქტიკებში, რომელთა მომსახურებითაც ასე ხშირად სარგებლობენ ავტომანქანების მძღოლები. ავტომანქანის ექსპლუატაციის ვადას ეს ფაქტორიც ამცირებს. როდესაც მომხმარებელი, ვითომ თანხის დაზოგვის მიზნით, გადაიხდის 30-40 ლარით ნაკლებს ასეთი არაავტორიზებული ცენტრის მომსახურებაში, სინამდვილეში ის აზიანებს თავის ავტომანქანას და სამომავლოდ, ავტომანქანის ექსპლუატაცია კიდევ უფრო გაუძვირდება.

ამჟამად „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საგაზაფხულო აქცია მიმდინარეობს, Corolla-ს, RAV4-ის, Camry-ის და Prius–ის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ საკმაოდ მისაღებ ფასად 120 და 125 ლარად, შეცვალონ ძრავის ზეთი და ფილტრი. ეს აქცია მაისის ბოლომდე გრძელდება.

- სხვადასხვა ფილტრის შეცვლის აუცილებლობა რაში მდგომარეობს?

- გარეთ, ქუჩებში არსებული გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი და მტვერი რომ პირდაპირ არ შევისუნთქოთ, ამისთვის მნიშვნელოვანია სალონის ფილტრი დროულად შეიცვალოს და მუდმივად კარგ მდგომარეობაში იყოს. ჰაერის ფილტრით კი ჩათვალეთ, რომ ჯერ ძრავა სუნთქავს და შემდეგ - გარემო. მუშაობისთვის ძრავას ჰაერის ნაკადიც სჭირდება და თუ მას კარგად გაფილტრული ჰაერი არ მიეწოდა, ის სათანადოდ ვერ იმუშავებს, გარკვეული დროის შემდეგ კი სერიოზული პრობლემები შეექმნება. ბევრმა არ იცის, რომ ჰაერის ფილტრის მწყობრიდან გამოსვლა და ძრავის არასათანადო მუშაობა საწვავის მოხმარების ზრდასაც იწვევს.

რაც შეეხება საწვავის ფილტრს, ჰაერის ფილტრთან ერთად, ისიც საწვავი სისტემის შემადგენელი ნაწილია. ჰაერის ფილტრს თუ თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს და კარგად არ ფილტრავს საწვავს, ასეთ დროს არასათანადოდ გაფილტრულმა საწვავმა შეიძლება დაბინძურება შემოიტანოს ავტომობილში და ამით ძრავაც დააზიანოს. გაითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ საქართველოში საწვავის ხარისხი ისედაც საკმაოდ დაბალია. ყოველთვის მიზანშეწონილია მძღოლმა ორიგინალი ფილტრი შეიძინოს ავტომობილისთვის და ამაზე ეკონომია არ გასწიოს, რადგან საეჭვო წარმომავლობის ფილტრები, ფაქტიურად, ვერ ახდენს სათანადო ფილტრაციას და სხვა ავტონაწილებსაც აზიანებს, რისი შეკეთებაც მძღოლს გაცილებით მეტი დაუჯდება, ვიდრე ორიგინალი ფილტრის შეძენა.

- გადაცემათა კოლოფშიც საჭიროა რაიმეს შეცვლა? რამდენად მნიშვნელოვანია ეს ავტომანქანისთვის და რას ნიშნავს კოლოფის „ჩაშლა“?

- გადაცემათა კოლოფსა და ხიდებშიც, სადაც მექანიკური მოძრაობაა, აუცილებელია საპოხი მასალის პერიოდულად შეცვლა. კოლოფი ასობით ნაწილისგან შედგება და ყველა მათგანი მექანიკურ მუშაობაშია ჩართული. დროთა განმავლობაში, როცა კოლოფის საპოხი მასალა არ იცვლება, ის კარგავს თავის ფუნქციას, მისი ნაწილები მყიფე ხდება, ზიანდება და საბოლოო ჯამში, „ჩაიშლება“. ამის პრევენცია შესაძლებელია, თუ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა მოხდება პირველი 80 000 კმ-ის გავლისას და შემდეგ - ყოველ 40 000 კმ-ზე, ხოლო საპოხი მასალის შეცვლა ხიდებში ყოველი 40 000 კმ-ის გავლის შემდეგ უნდა მოხდეს.

- რეალურად რჩება თუ არა მოგებული კარგი მძღოლი, რომელიც იცავს ყველა პროცედურას და უვლის თავის ავტომობილს?

- კარგ მძღოლად ითვლება ის, ვისი ავტომანქანაც ტექნიკურად გამართულია და მზად არის ნებისმიერ პირობებში გადაადგილდეს. პერიოდულად, აუცილებელია სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა, რაც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებლისთვის მისაღებ ფასად ტარდება და ავტომანქანის მოდელის მიხედვით 20-დან 50 ლარამდე ჯდება. ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი მძღოლი პრევენციას უკეთებს ავტონაწილის დაზიანებას და შესაბამისად ხარჯსაც იმცირებს. „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ჰყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც არაერთი წელია ტოიოტას მაღალი გამავლობის ავტომანქანებით სარგებლობენ და მათ მკაცრად დაცული განრიგით უტარებენ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს. შედეგად, სატრანსპორტო საშუალებებს ექსპლუატაციის ვადა უხანგრძლივდებათ და მათ მუდმივად ტექნიკურად გამართული ავტომობილები ჰყავთ. არც არის გასაკვირი, რომ მოვლილი ავტომანქანის სარეალიზაციო ფასიც ნებისმიერ დროს მაღალია.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისცენტრში, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარეობს, ჩვენი პროფესიონალი ტექნიკოსები მუდმივად მზად არიან გაუწიონ კონსულტაცია მომხმარებელს, თუ რა აუცილებელი პროფილაქტიკური სამუშაოებია ჩასატარებელი ავტომანქანისთვის და თუკი მომხმარებელი გადაწყვეტს მიიღოს სერვისი, უმოკლეს დროში შევძლებთ იაპონური ორიგინალი ავტონაწილებით მომსახურების გაწევას და ავტომობილის განახლებას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს