შალვა შავგულიძე - ხელისუფლებამ არც ერთი დანაპირები არ შეასრულა

„ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძე ქიქოძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ხალხი შავგულიძეს უმუშევრობის, მოხსნილი სოციალური დახმარების, ავარიული სახლების და სხვა სოციალური პრობლემების შესახებ ესაუბრა.

ქიქოძის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი შენობები გვერდზე მდგომს სახლებსაც უქმნის პრობლემებს, საკრებულო და მერია კი რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფას არ აპირებს.

„მთაწმინდელები უკმაყოფილო არიან იმის გამო, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა არც ერთი დაპირება, რაც ასე უხვად გასცა ჯერ წინასაარჩევნო პერიოდში და შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნების დროს. მე ვფიქრობ, ეს მუხტი იმდენად ძლიერია, რომ რაც არ უნდა ხრიკებს მიმართოს ხელისუფლებამ არჩევნების შედეგების მის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად, არაფერი გამოუვა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“