დეპუტატები ვახტანგ გომელაურის გამოსვლის კითხვა-პასუხის რეჟიმთან დაკავშირებით სხდომის  დახურვის თაობაზე მსჯელობენ

საქართველოს პარლანეტში დეპუტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმთან დაკავშირებით სხდომის დახურვის თაობაზე მსჯელობენ.

როგორც სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, მისთვის გასაგებია ოპოზიციის მოთხოვნა, რომ სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში კითხვა-პასუხის ნაწილი ღია იყოს, თუმცა ცხადია, რომ დეპუტატები უნდა ფლობდნენ უსაფრთხოების შესახებ დამატებით ინფორმაციას. შესაბამისად, სესიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ სხდომის დახურვის შესახებ იმსჯელონ.

„გაუგებარი აქ არაფერია. ჩვენ დღეს მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც არის საჯარო. თუკი გვინდა, რომ ჩვენი ფუნქციების განხორციელების პროცესში აღჭურვილი ვიყოთ ინფორმაციით, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენ ის პარლამენტის წევრები ვართ, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში, თავისთავად , ცხადია, ჩვენ გვჭირდება დამატებით ვფლობდეთ ქვეყნის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ამიტომ მე ვაყენებ საკითხს, ბატონო თავმჯდომარევ, ვიხელმძღვანელოთ რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-5 პუნქტით და შესაბამისად, დავიწყოთ დახურვის შესახებ გადაწყვეტილების პროცესი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

თავად პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რადგან დასმულია სხდომის დახურვის შესახებ საკითხი, რეგლამენტის და კონსტიტუციის თანახმად, საკითხი განიხილება დახურული წესით. მისი თქმით, როგორც კი დასრულდება კენჭისყრა, ამის შემდეგ გაიხსნება სხდომა.

სხდომის დახურვამდე პარლამენტში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა