თბილისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული 12 დირექტორის საქმეზე პროცესი გადაიდო

თბილისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული 12 დირექტორის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. როგორც ადვოკატი ბექა კვინიკაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მათ მოლოდინი აქვთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გათავისუფლებული დირექტორების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს და მოხდება სამსახურში მათი აღდგენა.

„სასამართლომ მოისმინა ჩვენს მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებები და ამ ეტაპიდან გადაიდო სასამართლო პროცესი. გადადების მიზეზი სააგენტოს ერთ-ერთი ადვოკატის პირადი პრობლემა გახდა. საქმეში ერთი მტკიცებულებაც არ არის, რაც დირექტორების ბრალეულობას მიუთითებს. რაც შეეხება დასკვნაში მითითებულ ციფრებს, გაყოფაც კი სწორად არ აქვთ ნაწარმოები. მერიის შიდა აუდიტის საქალაქო ხელმძღვანელმა ბადრი გიორგაძემ გაყოფაც კი არასწორად შეასრულა. დასკვნაში ასახული ციფრები და კვებაზე გახარჯული ხარჯები სწორი ვერ იქნება. თუ ციფრებს არასწორად გავყოფთ, მიღებული ციფრებიც არასწორი იქნება. ამ საქმეზე ერთადერთი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს, ეს იქნება დირექტორების სამსახურში აღდგენა, სხვა გადაწყვეტილება სასამართლომ როგორ უნდა მიიღოს, არ ვიცი. შემდეგი სხდომაზე, რომელიც 16 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება, შესაძლოა, გადაწყვეტილება გამოცხადდეს. გათავისუფლებული დირექტორები გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახრურში აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებას, გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების ანაზღაურებას და ასევე, საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღის 12 დირექტორი მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე 2016 წლის მარტში გაათავისუფლეს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა