სილქნეტმა თბილისსა და რეგიონებში ჯეოსელის მეოთხე თაობის ქსელი (4.5G) გააძლიერა

სილქნეტმა, მობილურ ქსელის მიმართულებით, მასშტაბური მოდერნიზაციის სამუშაოები ჩაატარა, რომლის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, მე-4 თაობის ინტერნეტის დაფარვა გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.

თბილისში, დღესდღეობით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გაძლიერებული 4.5G ინტერნეტით. უახლოეს ხანებში, დედაქალაქის ზოგიერთ ნაწილში დასრულდება ზემაღალი სიჩქარის მობილური ინტერნეტ ქსელის სამუშაოებიც.

მნიშვნელოვანია, რომ საკურორტო სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა ბათუმსა და ზღვისპირეთში. ბათუმში, თბილისის მსგავსად, მომხმარებლები სარგებლობენ უსწრაფესი 4.5G მობილური ინტერნეტით.

„დღეისათვის ჯეოსელის ქსელის მოდერნიზაციისა და გაძლიერებისთვის ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დავასრულეთ თბილისსა და ქვეყნის უმეტეს რეგიონში. გაძლიერებული 4.5G ქსელის პირობებში, მომხმარებლები დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით შეძლებენ სარგებლობას. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე თანმიმდევრულ სამუშაოებს ჯეოსელის ქსელის გასაძლიერებლად, რათა საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ აბონენტებს, - აღნიშნა სილქნეტის კომერციულმა დირექტორმა ბაჩო ჩინჩალაძემ.

140-მდე დასახლებულ პუნქტში დაინერგა 4.5G ქსელი, სადაც მანამდე ვერ სარგებლობდნენ აბონენტები მეოთხე თაობის ინტერნეტით.

(მახინჯაური, აჭყვა, ბობოყვათი, ჩაქვი, ქვედა კვირიკე, წყალწმინდა, ლანჩხუთი, ახალსოფელი, ჩიბათი, გრიგოლეთი, ჯაპანა, კეთილარი, ხაჯალია, ლესა, ნიგოითი, ნიგვზიანი, საჯავახო, სუფსა, ჭიათურა, არგვეთა, ბორითი, ჭიშურა, დაფნარი, ძირულა, გეგუთი, ილემი, ხევი, ხუნევი, კოპიტნარი, ქვედა ბაში, ქვედა ილემი, ლაშე, მაქათუბანი, მუხიანი, ოფშკვითი, რიკოთი, შორაპანი, შროშა, სიმონეთი, თხმელარი, ვარციხე, ზვარე, ტყიბული, წყალტუბო, აკურა, აფენი, არბოშიკი, არხილოსკალო, ახალსოფელი, ბადიაური, ბაკურციხე, ჩადუნიანი, ჩირინა, ჩუმლაყი, გავაზი, იორმუღანლო, კაბალი, კაჭრეთი, კაკაბეთი, ახალსოფელი, ყარაჯალა, კარდენახი, კართუბანი, კაზანიანი, ქვემო ალვანი, ლალისყური, მანავი, მაშნაარი, მაწიმი, მსხალგორი, ნანიანი, ოჟიო, პატარძეული, ფშაველი, საჭალე, სანავარდო, სართიჭალა, შაშიანი, შიბლიანი, შილდა, თამარიანი, ტიბაანი, წყაროსთავი, უჯარმა, უზუნთალა, ვაჩნაძიანი, ვაქირი, ვარდისუბანი, ვეჯინი, ველისციხე, ზემო ალვანი, ზემო ქედი, წნორი, ანანური, ჯვრის უღელტეხილი, ქსანი, მლეთა, მუხრანი, სნო, წილკანი, ჟინვალი, ძველი სენაკი, მალთაყვა, სამცაცხვი, წალენჯიხა, მესტია, ადიგენი, ახალდაბა, ასპინძა, ძველი, გოგაშენი, ხორკი, მინაძე, ორჭოსანი, ქულალისი, რველი, სხვილისი, ვაჩიანი, ვარძია, ვალე, კალინინო, კოდა, ქარელი, კასპი-ახალქალაქი, აგარა, აღაიანი, ბერბუკი, გომი, ფერმა, რუისი, საღოლაშენი, შავშვები, ტინისხიდი, წეროვანი).

მეოთხე თაობის ქსელი 40-მდე ქალაქში, სოფელსა და დასახლებულ პუნქტში გაუმჯობესდა.

(თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ოზურგეთი, ურეკი, სამტრედია, ზესტაფონი, ახმეტა, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, თელავი, დუშეთი, საგურამო, გუდაური, ყაზბეგი, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ბორჯომი, დმანისი, მარნეული, რუსთავი, თეთრიწყარო, წალკა, გამარჯვება, ქუთაისი, გორი, ხაშური, სურამი).

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო