ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოშია და საგამოძიებო უწყებაში მომდევნო კვირას გამოცხადდება

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში მომდევნო კვირაში ნებაყოფლობით გამოცხადდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოში იმყოფება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საგამოძიებო უწყებაში მისვლასთან დაკავშირებით მათ არ ჩაბარებიათ, ისინი გამოკითხვაზე საკუთარი სურვილით მაინც გამოცხადდებიან.

როგორც მახარაშვილი განმარტავს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მათ გამომძიებელსაც მიაწოდეს.

ამასთან, ადვოკატისთვის უცნობია, თუ როდის ჩამოვიდა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში.

შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება