ვახტანგ გომელაური - იყო  თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შეცდომა დაშვებული,  ამას პროკურატურა დაადგენს

იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შეცდომა დაშვებული, ამას პროკურატურა დაადგენს, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა 2017 წელს, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, გომელაური განმარტავს, რომ პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა აღნიშნული კომისიის შექმნა.

„რა მოხდა, ამაზე გამოძიება მიდის პროკურატურაში და აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ასე ღიად ვერ ვიტყვი. მაჩალიკაშვილზე ბევრი ვისაუბრე. კომისიის შექმნა პარლამენტის გადასაწყვეტია. იყო თუ არა შეცდომა დაშვებული, ამას მე ვერ ვიტყვი. დაველოდოთ პროკურატურას. მე როგორ გითხრათ, არ ვიცი, იქ არ ვყოფილვარ და ვერ ვიტყვი, იყო ან არ იყო შეცდომა. კომისიის შექმნაც პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემი პრეროგატივა არ არის, თანახმა ან წინააღმდეგი ვიყო“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო