დავით ბაქრაძე - გიორგი ქობულიას განცხადებები პირველ რიგში ნათია თურნავასთვის უნდა იყოს საყურადღებო - ხვალ-ზეგ ისიც დადგება ანალოგიური არჩევანის წინაშე

გიორგი ქობულიას განცხადებები პირველ რიგში, ნათია თურნავასთვის უნდა იყოს საყურადღებო, იმიტომ, რომ ხვალ-ზეგ ისიც დადგება ანალოგიური არჩევანის წინაშე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, როდესაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ასეთ საგანგაშო განცხადებებს აკეთებს, აუცილებელია შედგეს საკომიტეტო მოსმენა. გარდა ამისა, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, თუკი გიორგი ქობულიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ამის თაობაზე პირველ რიგში, ნათია თურნავამ უნდა იცოდეს.

„ბატონი ქობულია აუცილებლად უნდა მოვიდეს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე, რისი სურვილიც მან გამოთქვა. ჩვენ არ ვაპირებთ ივანიშვილთან ან მამუკა ბახტაძესთან მისი პირადი უთანხმოებების შესახებ ჭორაობას. გიორგი ქობულიამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ მას ხელს უშლიდნენ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც აუცილებელი იყო ეკონომიკის განვითარებისთვის. როდესაც ყოფილი მინისტრი საუბრობს ამაზე, რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო. მას უნდა მიეცეს მოსვლის და საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება. ამიტომ, არსებობს პარლამენტი და საკომიტეტო ფორმატი, რომ მოსმენა შედგეს. ყველაზე სწორი ფორმატი არის საკითხის კომიტეტზე განხილვა და არა ინტერვიუების და პრესკონფერენციების საშუალებით.

იმიტომაც არის ეს საკომიტეტო მოსმენა მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკის ახალმა მინისტრმა იცოდეს, რა პრობლემები ჰქონდა მის წინამორბედს. თუ ბატონ ქობულიას მართლაც უშლიდნენ ხელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ მას მართლაც სთხოვდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც აწყობდა რომელიღაც თანამდებობის პირს და ცუდი იყო ქვეყნისთვის, პირველი ვინც ამის თაობაზე უნდა იცოდეს, ეს არის ეკონომიკის ახალი მინისტრი იმიტომ, რომ ხვალ-ზეგ ქალბატონო თურნავაც დადგება ანალოგიური არჩევანის წინაშე. ამიტომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მისთვის უნდა იყოს ეს განცხადებები საყურადღებო,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა