დავით კირვალიძე FAO-ს ხელმძღვანელის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)-ს ხელმძღვანელის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, FAO-ს ახალი ლიდერის არჩევნები, 23 ივნისს, რომში გაიმართება. მანამდე კი, დავით კირვალიძე, გაეროს შტაბ-ბინაში, მსოფლიოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელ პირებსა და ელჩებს შეხვდა, სადაც მან ორგანიზაციის (FAO) სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე პაუზის შემდეგ ის გაორმაგებული ენერგიით უბრუნდება თავის საქმეს.

შეხვედრაზე დავით კირვალიძემ FAO- ს ტრანსფორმაციისა და სამომავლო ცვლილებების განხორციელების კუთხით თავისი ხედვა წარადგინა. საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) ახალი რეფორმების განხორციელებისთვის ემზადება.

დავით კირვალიძე FAO- ს „შესაძლებლობების შემქმნელ ორგანიზაციას" უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება.

ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესკონფერენციაზე FAO-ს ხელმძღვანელობის ქართველმა კანდიდატმა განაცხადა, რომ ის მსოფლიოს ყველაზე ღარიბ რეგიონებში ინოვაციების დანერგვასა და ახალი ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

მისი ინიციატივით ყოველწლიურად გაიმართება საინვესტიციო კონფერენცია, ახალგაზრდა ლიდერებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაიარონ სტაჟირება, ასევე ელექტრონული კომერციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება სპეციალური ოფისი.

სამინისტროს ცნობით, დავით კირვალიძე საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში გამოიყენებს. ის სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის მიზნით ბიზნესზე ორიენტირებულ მიდგომას ირჩევს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებლად დაასრულებს ბიუროკრატიულ მმართველობას FAO- ში .

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს