დანიაში საქართველოს ელჩმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლექცია წაიკითხა

დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლუნდის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლექციის ფარგლებში გიგი გიგიაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შექმნის წინაპირობებზე, განვითარების ისტორიასა და მომავლის პერსპექტივებზე ისაუბრა.

უწყების ცნობით, ლუნდის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე საქართველოს ელჩის შეფასებები მოისმინეს.

ლექციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე სტუდენტებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებითაც გამოხატეს ინტერესი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო