BDO საქართველოში განაგრძობს მდგრად განვითარებას და 2018 წლის რეკორდულ შედეგებს აქვეყნებს

2018 წელი BDO-მ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლებით დაასრულა - 15.9 მლნ ლარი ჯამური შემოსავალი და 29%-იანი ზრდა 2017-თან შედარებით. 238 პროფესიონალით დაკომპლექტებული გუნდი და ინოვაციებით გამორჩეული გასული წელი ნიშნავს, რომ კომპანია შეძლებს გააგრძელოს ინვესტირება ადამიანურ რესურსებსა და ტექნოლოგიებში იმისთვის, რომ განვითარების სასურველი რიტმი შეინარჩუნოს.

შემოსავალი მიმართულებების მიხედვით ამგვარად არის გადანაწილებული: აუდიტი და დაკავშირებული მომსახურება - 29%, საგადასახადო მომსახურება 12%, ბიზნეს სერვისების აუთსორსინგი 18%, კორპორაციული ფინანსები 9%, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები 24%, იურიდიული მომსახურება 6% და ბიზნეს ტრენინგები 2%.

რეგულაციებში ცვლილებებსა და თანამედროვე ტენდენციებთან სწრაფი ადაპტირების, გამოწვევებზე სწორი რეაგირების შედეგად, შემოსავლების ზრდა გამოიკვეთა ყველა მიმართულებით. ეს მიღწევა გონივრულად გათვლილი სტრატეგიის შედეგია და თანხვედრაშია კომპანიის მიზანთან, აერთიანებდეს მომავლის პროფესიონალებს და ფეხი აუწყოს საკონსულტაციო ბიზნესის თანამედროვე განვითარებას.

მნიშვნელოვანი ასპექტები:

· განსაკუთრებული ფოკუსი - ინვესტიციები ადამიანურ რესურსებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებში

· უმსხვილესი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია საქართველოში თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით და კადრების შთამბეჭდავი, 25%-იანი ზრდა 2017 წელთან შედარებით

· ლიდერობა აუდიტორული მომსახურების ბაზარზე

BDO-ს მინიჭებული აქვს აუდიტის მომსახურების პირველი კატეგორია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგად. აუდიტის მომსახურების ხარისხი უცვლელად პრიორიტეტულია კომპანიისთვის. 2018 რეკორდული წელი იყო BDO-ს ამ მიმართულებისთვის, რომლის წილმაც საერთო შემოსავლის 29% შეადგინა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, აუდიტის მომსახურების წილით ბაზარზე BDO ლიდერობს, კომპანიის აუდიტის მომსახურებით სარგებლობს I და II კატეგორიის საწარმოების, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა პროცენტულად ყველაზე დიდი ნაწილი საქართველოში.

გასულ წელს, BDO-ს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მძლავრმა მიმართულებამ, ინოვაციური მიდგომებით, ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოიწყო. SAP Business One-ის ბაზაზე შემუშავდა პროგრამული პროდუქტის მოდული სპეციალურად სამშენებლო ბიზნესისთვის, რომელიც დაინერგა ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებში.

2018 საინტერესო წელი იყო BDO-ს კორპორაციული ფინანსების მიმართულებისთვის, რომლის სერვისები თანამედროვე ტენდენციების გამო ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. „აწარმოე საქართველოს“ დაკვეთით BDO-ს გუნდმა განახორციელა პროექტი - პროგრამის ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების კვლევა. ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის მასშტაბით, რომლის მიზანს წარმოადგენდა პროგრამის ეფექტიანობის შეფასება. კვლევის შედეგები BDO-მ პროგრამის ოფიციალურ ღონისძიებაზე წარადინა საინტერესო გამოხმაურებებითა და ბევრი სამომავლო გეგმით. 2019 წლის პირველ ნახევარში BDO ასრულებს პროექტის მეორე ნაწილს, რომელიც გულისხმობს რეკომენდაციების გაცემას პროგრამისა და ბენეფიციარებისთვის.

2018 წელი საიუბილეო იყო BDO-ს იურიდიული მიმართულების - BDO Legal-ისთვის. კომპანიამ არსებობის 10 წარმატებული წელი აღნიშნა და კვლავ წამყვანი პოზიციები დაიკავა IFLR1000-ისა და The LEGAL 500-ის პრესტიჟულ რეიტინგებში. საერთო შემოსავალში BDO Legal-ის წილმა 6% შეადგინა.

2018 წელს, ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, BDO-ში საფუძველი ჩაეყარა კიდევ რამდენიმე მსხვილ ინიციატივას. ეს სიახლეები 2019 წლიდან აქტიურ ფაზაში შევიდა და ითვალისწინებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ტექნოლოგიების გამოყენებისთვის სერვისის გაწევის პროცესში, რაც კომპანიის კლიენტებისთვის დამატებითი ფასეულობის შექმნას ემსახურება.

BDO-ს უმთავრეს აქტივს მისი გუნდი წარმოადგენს, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით 238 ადამიანს აერთიანებს. BDO-ს დიდი ოჯახისთვის გასული წელი რეკორდული იყო - სტაჟირება წარმატებით დაასრულა და გუნდს შეუერთდა 53 და წლის განმავლობაში დაწინაურდა 91 თანამშრომელი. 2018 წელს არ ჩაუვლია სექონდმენთის გარეშე, ამჯერად BDO-ს ბოსტონის ოფისში. BDO-ს ტრადიციული გაცვლითი პროგრამა პროფესიონალებისთვის სრულიად გამორჩეული გამოცდილებაა.

გასულ წელი განსაკუთრებული იყო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებითაც კომპანიის თანამშრომლების, მეგობრებისა და პარტნიორების სახელით და მათთან ერთად, მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. BDO-ს უმთავრეს პრიორიტეტს საზოგადოების მოწყვლადი ნაწილის ჯანმრთელობა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და განათლებაზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. მსგავსი სოციალური და საქველმოქმედო პროექტები BDO-ში უკვე წლებია საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

(R)

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა