თბილისში გარემოს დაცვის საკითხებზე მასშტაბური საჯარო ფორუმი გაიმართა

თბილისში გარემოს დაცვის საკითხებზე ყველაზე მასშტაბური საჯარო ფორუმი - Talking Environment – “გარემოს ქმნი შენ” გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრო ფართო საზოგადოების, ახალგაზრდობის, სამოქალაქო საზოგადოების, პროექტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 400-ზე მეტი წარმომადგენელი. ასევე, ფორუმში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარე კახა კუჭავამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანი, მჭიდრო თანამშრომლობის დღის წესრიგი აქვს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობასაც განსაზღვრავს.

„ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის დიდ ნაწილს ჩვენი კანონმდებლობის სწორედ ევროპასთან ჰარმონიზაცია და პოლიტიკის დაახლოება წარმოადგენს, შესაბამისად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი თემატიკა. ევროპის დღეებში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი თემატიკის წამოწევა. ვფიქრობ, რომ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. გვექნება საუბარი ჩვენი პოლიტიკის მიმართულებებზე, ნარჩენების მართვაზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან აქტუალური საკითხები და გვინდა, რომ ამ თემებით მაქსიმალურად მივიქციოთ მოსახლეობის ყურადღება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის დახმარების 10% გარემოს დაცვისთვის არის განკუთვნილი.

„ძალიან მიხარია, რომ მაქვს საშუალება, ვიყო კონფერენციაზე - „გარემოს ქმნი შენ“. მახარებს, რომ საზოგადოების ყურადღება ასეთი მაღალია. ეს არის შესაძლებლობა, დასხდნენ და ერთად განიხილონ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირი გარემოსდაცვის საკითხებზე საქართველოს მთავრობასთან ერთად დიდი ხანია ჩართულია მუშაობაში და დახმარებას უწევს მათ. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი დახმარების 10% სწორედ გარემოს დაცვის საკითხებისთვის არის განკუთვნილი საქართველოში. ეს არის ნაგავსაყრელების საკითხი, ნარჩენების მართვის საკითხი, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გარემოსთან არის დაკავშირებული. ეს სერიოზული გამოწვევებია. მე ყველაფერს ვაკეთებ მაგალითად, იმისთვის, რომ ნარჩენები შევამცირო. მოგიწოდებთ, ნარჩენების შემცირებისკენ თქვენც იფიქროთ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით ცნობიერებისა და კომუნიკაციის დონის და ამ დარგში, ევროკავშირის მხარდაჭერის ცნობადობის ასამაღლებლად“ ფარგლებში.

ევროკავშირის ელჩმა ჰარცელმა ფორუმზე გახსნილად გამოაცხადა სოციალური მედია-კამპანია „ნარჩენების შემცირების გამოწვევა“, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოების ჩართვას ნარჩენების რაოდენობის მინიმიზაციაში მათი შემცირების, ხელახალი გამოყენების, გადამუშავების გზით.

მან აღნიშნა, რომ ნარჩენების შემცირება არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ხელეწიფება - „ნარჩენების შემცირების გამოწვევით“ იმედი მაქვს, რომ ეს გზავნილი ფართო მასებს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევების მიხედვით გარემოსდაცვითი საკითხები პრიორიტეტულ საკითხებად გამოიკვეთა ადგილობრივ მნიშვნელოვან საკითხების ჩამონათვალში. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აღელვებს: ჰაერის დაბინძურება (57%), სურსათის უსაფრთხოება (44%) და საკვებ პროდუქტებში სახიფათო და ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა (40%). გამოკითხვის შედეგების თანახმად, თბილისის მოსახლეობისათვის ყველაზე მწვავე პრობლემას გარემოს დაბინძურება წარმოადგენს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო