დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ამ წუთებში, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

როგორც მისი უფლებადამცველი ლევან მახარაშვილი აცხადებს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

საგამოძიებო უწყებას დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან მის ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე შესაძლო ფიზიკურ ძალადობასთან, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასთან დაკავშირებით აქვს კითხვები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობას, რომელიც არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელდა.

იხილეთ ვიდეო: დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს