ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მაქსიმალურად გაკონტროლებას ცდილობს

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორი ქეთი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მაქსიმალურად გაკონტროლებას ცდილობს.

როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტელევიზიის მისამართით განხორციელებული ქმედებები ზეწოლად აღიქმება.

„სამწუხაროდ, ჩემთვისაც ასე ჩანს იმიტომ, რომ ეს ჯდება საერთო კონტექსტში ბოლო რამდენიმე წლის "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ აღძრული საქმეებისა და იმისა, თუ როგორ ხდება ამ საქმის გადაწყვეტა ჩვენს სასამართლოში. ამის საუკეთესო მაგალითია სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც მეპატრონეების ცვლილების შეჩერება მოხდა. თავად ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია უშუალოდ 9 პროცენტის მფლობელი რას ითხოვს და რატომ, მაგრამ სამწუხაროდ, მე მეჩვენება, რომ ეს არის წინაპირობა 2020 წლის არჩევნების, სადაც ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გააკონტროლოს მედია. შესაძლოა, სტრასბურგს კიდევ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს",- განაცხადა ხუციშვილმა.

„რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეკომპანიაზე „შეტევის ახალი ფაზა იწყება“.

მისი თქმით, „რუსთავი2“-მა ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელის ნინო ნიჟარაძის სარჩელი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ნიჟარაძე „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონ ლარის კომპენსაციას ითხოვს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს