დავით ბაქრაძე - „რუსთავი 2“-ის ბედი განსაზღვრავს, ვიცხოვრებთ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში, თუ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრების არსებობაა შესაძლებელი

„რუსთავი 2“-ის ბედი განსაზღვრავს, ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილოეთ კორეაში, თუ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია განსხვავებული აზრების არსებობა ,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს. დავით ბაქრაძის თქმით , იმ შეტევის პირობებში, რომელშიც „რუსთავი 2“ უკვე წლებია იმყოფება ხელისუფლების მხრიდან, ნებისმიერი სარჩელი და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ხორციელდება სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით ცალსახად უნდა იყოს აღქმული, როგორც ფრონტალური შეტევის გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სარჩელის შინაარსს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სარჩელის იურიდიულ დეტალებს. ნებისმიერი შეტევა დღეს „რუსთავი 2“-ზე, იმ დროს როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ ასეთი შეტევები შეჩერდეს, ცალსახად აღიქმება როგორც გაგრძელება იმ შეტევის, რომელშიც წლების ქვეშ იმყოფებოდა „რუსთავი 2“. ამიტომ ამ სარჩელს უნდა მოყვეს რეაქცია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ეს არის „რუსთავი 2“- ის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება. ეს არ უკავშირდება მხოლოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, „რუსთავი 2“-მა აჩვენა საკუთარი ძალა და გავლენა საზოგადოებაზე განვლილი წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, ეს კიდე ერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ეს არ უკავშირდება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს, ეს არ უკავშირდება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივას, ბევრად უფრო დიდი ღირებულება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს ღირებულება არის: იქნება თუ არა საქართველო ქვეყანა, სადაც იარსებებს განსხვავებული და კრიტიკული აზრი. ამ სარჩელით და „რუსთავი 2“-ზე შეტევით ხელისუფლება კიდე ერთხელ გვეუბნება, რომ ივანიშვილს უნდა საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც არ იარსებებს განსხვავებული და კრიტიკული აზრი. შეიძლება მწარეც, შეიძლება ხანდახან სუბიექტურიც, მაგრამ კრიტიკული და განსხვავებული აზრი ქვეყანაში არის აბსოლუტურად აუცილებელი და „რუსთავი 2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილოეთ კორეაში, თუ ვიცხოვრებთ ქვეყანაში , სადაც შესაძლებელია განსხვავებული აზრების არსებობა. ამიტომ ნებისმიერი ადამიანისთვის ეს შემთხვევა უნდა იყოს განმსაზღვრელი თუ სად დგას. დგას არა „რუსთავი 2“-ის მხარეს, არა ნიკა გვარამიას, არა ბაღაშვილის, არამედ დგას თუ არა ამ ქვეყანაში თავისუფალი მომავლის პერსპექტივის მხარეს. „რუსთავი 2“- ის საქმე ცილდება მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ფარგლებს და არის ღირებულებითი ტესტი საით მიდის ჩვენი ქვეყანა და როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ყველა ხვალ“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა