ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებული ოჯახის ერთ-ერთი წევრის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ცოტა ნარკოტიკი ჰქონდა

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებული ერთი ოჯახის ოთხივე წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ანა აბრამიძე დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა განუცხადა, ბრალდებული მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვინაიდან სამართალდამცველებმა მისი ოჯახის ყველა წევრი დააკავეს.

„მთელი ოჯახია დაკავებული, მისი მეუღლე და ორი ვაჟიშვილი, ამაზე ძალიან შეწუხებულია და ტირის. ამბობს, რომ ცოტა ნარკოტიკული საშუალება კი ჰქონდა, თუმცა აცხადებს, რომ იმდენი არ ჰქონია, რამდენიც სახლიდან ამოიღესო“, - აღნიშნა მარიამ პაპოშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან გარკვეულწილად თანამშრომლობს და მასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესულ გამომძიებლებს დნმ-ის ნიმუში ჩააბარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა. საქმეზე დაკავებულია 7 პირი, რომელთა შორის, 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი.

შსს-ს ინფორმაციით, 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს