ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებაში ბრალდებული მსახიობის რეზი ნასიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებაში ბრალდებული მსახიობის, რეზი ნასიძის სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქმის პროკურორმა, ანა კალანდაძემ განუცხადა, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. სასამართლოში ჩვენებას ორი სამართალდამცავი მისცემს.

სასამართლომ რეზი ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 9 იანვარს შეუცვალა.

რეზი ნასიძესა და ექიმ ნოე ბერიშვილს შორის ინციდენტი მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მოხდა, სადაც ნასიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი სიცხით შეიყვანა. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, კონფლიქტი პაციენტის საავადმყოფოში შეყვანიდან 13 წუთში დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო