ბათუმში სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის" ახალი ფილიალი გაიხსნა

სუპერმარკეტების ქსელის "სმარტის" ახალი ფილიალი ბათუმში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურთან გაიხსნა.

ცერემონიალს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ასევე ამავე უწყების ოფიციალური პირები და "ვისოლისა" და "სმარტის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ესწრებოდა.

როგორც "სმარტის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, "სმარტის" ახალ ქსელში მომხმარებელთათვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების მომსახურების უახლესი სტანდარტით შეთავაზება უპირველესი საზრუნავია.

7 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით ახალგახსნილ "სმარტთან" მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე 30 ლარის ღირებულების ნებისმიერი საწვავის შეძენისას მომხმარებელი "სმარტის" ახალ ობიექტზე საჩუქარს მიიღებს ენერგეტიკულ სასმელს XL- ს და "სნიკერს". სასაჩუქრე ვაუჩერების განაღდება 20 მაისამდე იქნება შესაძლებელი.

„ეს არის მე-12 ობიექტი, როგორც ვიცით, „ვისოლი“ არის უმაღლესი ხარისხის ბერძნული „ეკოს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საქართველოში და ჩვენც გვინდა, რომ პრემიალური ინფრასტრუქტურა ჰქონდეს მომხმარებელს სუპერმარკეტების სახით. დღევანდელი დღე ამის დასტურია – რიგით მეორე მაღაზია გავხსენით ბათუმში. ტურისტული სეზონი მოდის, ამიტომ ჩვენ გვინდა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ გადაადგილებისას, გარდა იმისა, რომ მიიღებენ უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებს. ამავე დროს, ადგილობრივ და ჩამოსულ მომხმარებლებს ექნება საშუალება, რომ დააგემოვნონ „სმარტის“ წარმოებული პურ-ფუნთუშეული და სხვა მაღალი ხარისხის იმპორტირებული პროდუქტები“, – განაცხადა ვასილ ხორავამ.

"ვისოლ" ჯგუფს სუპერმარკეტ "სმარტის" გახსნა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მიულოცა და ტურისტულ ქალაქში ამ ობიექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღევანდელ დღეს "ვისოლ" ჯგუფს ვულოცავ, რადგან კიდევ ერთი შესანიშნავი ობიექტი გაიხსნა. ვფიქრობ, რომ ეს სწორი რეაქციაა მზარდ ტურისტულ ნაკადებზე და მოთხოვნაზე",- აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

სუპერმაკეტში 35-მდე ადამიანი დასაქმდა.

აღსანიშნავია, რომ "სმარტი" ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანით და მომსახურების ევროპული სტანდარტით არის გამორჩეული. "ვისოლ" ჯგუფმა "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა