დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის სამმართველო დატოვა

თბილისის პოლიციის სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამოკითხვა დასრულდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით იყო დაბარებული, რომელიც გამოძიების კითხვებს დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ჟურნალისტების კითხვებს გამოკითხვის დასრულების შემდეგაც არ უპასუხა. გამოკითხვის თაობაზე მედიასთან ისაუბრა მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა. ადვოკატის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას ამომწურავად გასცა პასუხი.

მისი თქმით, არანაირად არ დასტურდება, რომ 5 წლის წინ დავით ბაგრატიონ- მუხრანელმა ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ფიზიკურად იძალადა, ხოლო ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დისკრედიტაციას ემსახურება.

„როგორც რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, ბატონი დავითი არ აპირებდა გამოძიებისგან მიმალვას. პირიქით, გამოთქვამდა სურვილს თანამშრომლობის. შესაბამისად, ჩვენ ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხეთ. არც ერთი კითხვა არ დარჩენილა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთულია სერიოზულად პასუხის გაცემა. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ გამომძიებელი საკმაოდ კომპეტენტურია. მან დეტალურად იცის, რომ ეს ყველაფერი არის აბსურდი. კომიკურია ხუთი წლის წინანდელ ფაქტზე მსჯელობს დღეს, მაშინ, როდესაც ეს ექსპერტიზაც მხოლოდ მის სიტყვებს ეფუძნება და სხვას არაფერს“, - განაცხადა ადვოკატმა და იქვე დასძინა, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაციას.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ეს უახლოეს თვეებში დასრულდება და გამოძიება დაადასტურებს, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. გაურკვეველია ექსპერტიზის დასკვნა ხუთი წლის შემდეგ რატომ გახდა საჯარო, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი არ გახლავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და განაცხადოს, რომ ოდესღაც ის ვიღაცამ დააზიანა. ეს არის არასერიოზული", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ინფირმაციას, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, ადვოკატი განმარტავს, რომ ესეც აბსურდია და კომენტარს ვერ გააკეთებს. მისი თქმით, ამ ნაწილში კითხვა თავად გამოძიებასაც არ გასჩენია.

„ეს ყველაფერი არის ერთი ადამიანის მიერ მოგონილი ზღაპარი. კომიკურია. ერთმა ადამიანმა შეთხზა ისტორია, რომელიც ჩამოინგრევა. ძალადობის არანაირი ფაქტი არ მომხდარა, შესაბამისად, ვერავინ დაადასტურებს იმას, რაც არ მომხდარა. სიმართლე მხოლოდ ერთია, ის რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს არავის მიმართ არა უძალადია. უახლოეს დღეებში ეს დადასტურდება",- განაცხადა ადვოკატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა