მარიამ კუბლაშვილი - გამოკითხვაზე მორის მაჩალიკაშვილის მიმართ კითხვები დაისვა იმ მინიშნებით, რომ „სუს-ი  არის შენს გვერდით“

გამოკითხვაზე მორის მაჩალიკაშვილის მიმართ კითხვები დაისვა იმ მინიშნებით, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის შენს გვერდით,“ - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს მორის მაჩალიკაშვილის სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. ადვოკატი საქმის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების საფუძვლის არსებობას გამორიცხავს.

„ჩვენ 6-7 საათის განმავლობაში ვიყავით შენობაში და კითხვები დაისვა იმ მინიშნებით, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის შენს გვერდით“ , რომ მათ იციან ყველა ინფორმაცია ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ. გამოკითხვა იყო ვრცელი და მან დამაჯერებელი და ზუსტი ინფორმაცია მისცა. ხმამაღლა და ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ მორის მაჩალიკაშილი დააკავონ, არ არსებობს და ვფიქრობ, არც იარსებებს. იქიდან გამომდინარე, რომ გახლავართ მორის მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ხელი მოვაწერე საქმეს, გავეცანი მასალებს, რომელიც არის გასაიდუმლოებული. მე სამართლებრივი უფლება არ გამაჩნია, რომ საქმის დეტალებზე ვისაუბრო. დღეს გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმული კითხვებიდან გამომდინარე, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა დააკავონ, ძალიან ადრეა,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

რაც შეეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, კუბლაშვილი აცხადებს, რომ ამ ჩანაწერისთვის არ მოუსმენია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა