სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხვები, სავარაუდოდ, 8 მაისსაც გაგრძელდება

სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხვები, სავარაუდოდ, 8 მაისსაც გაგრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვის გამოკითხავენ უსაფრთხოების სამსახურში.

რაც შეეხება თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს, მისი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან მივიდნენ გამოკითხვაზე და ყველა კითხვას პასუხი გასცენ. ამასთან, ადვოკატი დარწმუნებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის უდანაშაულობაში. ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა.

ამასთან, დღეს სუს-ში გამოიკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო