“ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ინიციატივით, თბილისში  ცნობილი თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი ჩამოდის

“ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ინიციატივით, 10 მაისს, თბილისში ცნობილი თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი ჩამოდის.

ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ მოზარდებს და მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში ეხმარება, რაც ბავშვთა მკურნალობას, მათ რეაბილიტაციასა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება.

ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული სერიალები და მათი კინოგმირები. პატარა პაციენტებმა არაერთხელ მიმართეს და სთხოვეს მათ, ცნობილი თურქი მსახიობის ჩაგათაი ულუსოის ჩამოყვანა და მასთან შეხვედრა.

10 მაისს, 13:00 საათზე, მსახიობი “ნიუ ჰოსპიტალს“ ესტუმრება, სადაც ბავშვებს მოინახულებს. 11 მაისს, 16:00 საათზე, ჩაგათაი ულუსოი “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ბენეფიციარებს შეხვდება.

“მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს ფონდის პოპულარიზაციას და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბავშვების რეაბილიტაციას“, - აღნიშნულია “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები