საქართველოს მოქალაქეების მიერ საფრანგეთში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში, ფრანგულ პოლიციასთან ერთად, საქართველოდან ორი ოფიცერი ჩაერთვება

უახლოეს პერიოდში საქართველოს ორი ოფიცერი პირდაპირ იქნება ჩართული ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დანაშაულს ჩადიან საფრანგეთის ტერიტორიაზე,- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგასთან კრისტოფ კასტანერთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს შს მინისტრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება კი თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემის გადაწყვეტასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე გამახვილდა.

„ჩვენ განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელსაც ერთად უნდა ვუპასუხოთ. პირველ რიგში, ეს გახლავთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. მეორე რიგში - ეს არის თავშესაფრის მაძიებელთან პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმები. მოგეხსენებათ, რომ უვიზო მიმოსვლა არის ყველზე დიდი მიღწევა ბოლო წლების განმავლობაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ბაზა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ეს ბრძოლა გახადოს კიდევ უფრო ეფექტური. უახლოეს პერიოდში საქართველოს ორი ოფიცერი პირდაპირ იქნება ჩართული ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში. განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან დანაშაულს საფრანგეთის ტერიტორიაზე“,-განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს მოქალაქეების მიერ საფრანგეთში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში, საქართველოდან ორი ოფიცერი ჩაერთვება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს