კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში BDO-მ თბილისში 2000 ხე დარგო

7 მაისს თბილისში მასშტაბური გამწვანების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც BDO-მ, საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოსთან" და თბილისის მერიასთან ერთად, 2000 ხე დარგო.

„BDO-სთვის უკვე ტრადიციად იქცა წვლილის შეტანა ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მწვანე საფარის განახლებაში. წელს ჩვენ საქმიანობის 20 წელი გვისრულდება, რის გამოც დღევანდელი აქცია სიმბოლურად სწორედ ამ თარიღს დავუკავშირეთ და გადავწყვიტეთ დედაქალაქისთვის 2000 ხე გვეჩუქებინა. ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა გარემოსდაცვით ღონისძიებებში", აცხადებს BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

„დღევანდელი გამწვანების აქცია ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. სასიხარულოა, რომ ბიზნესი აქტიურადაა ჩართული დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ეს ღირებულება ნამდვილად გვაერთიანებს ბევრ კომპანიას საქართველოში“, დასძენს ბიდიოს პარტნიორი და აუდიტის მიმართულების ხელმძღვანელი ივანე ჟუჟუნაშვილი.

გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე, ვარკეთილში, ვიქტორ კუპრაძისა და ზედგინიძის ქუჩების კვეთის მიმდებარედ შესრულდა. ნერგები ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა და პატრიარქის ნათლულებმა დარგეს.

ფოტოები ღონისძიებიდან

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს