ნაძალადევის რაიონში კოროზიული გაზსადენი იცვლება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ნაძალადევის რაიონში მცხოვრები 8 ათასი აბონენტისთვის 50 წლის წინანდელი, ამორტიზებული და ძლიერ კოროზიული გაზის ქსელის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, მასშტაბური სამუშაოები ასეულობით ათასი ლარის ღირებულებისაა. აღნიშნულ ქსელზე ათეული წელია, აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა.

მათივე ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, კერძო სახლებში მცხოვრები აბონენტებისთვის კომპანია უსასყიდლოდ ასრულებს შიდა (ეზოებში) ქსელის რეაბილიტაციას. კომპანია აბონენტებისთვის თანამედროვე დონის, ევროსტანდარტებით დამზადებულ მრიცხველებს საკუთარი ხარჯებით ცვლის.

„ამჟამად მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟღენტისა და პიონერის ქუჩებზე მიმდინარეობს. გაზის ქსელის რეაბილიტაციისა და მრიცხველების სრულად შეცვლის სამუშაოები 42 ქუჩაზე უკვე დასრულდა, მათ შორის ბახმაროს, ბენდელიანის, ბეჟანიშვილის, გომბორის, ნიკო მარის, კაჭრეთის, კნოლევის, ლამისყანისა და მათ მიმდებარე ქუჩებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს