საფრანგეთის შს მინისტრი - თუ თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე არ ვიმუშავეთ, ხვალ, შეიძლება საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან

თუ თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე არ ვიმუშავეთ, ხვალ, შეიძლება საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან, - ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც საფრანგეთის შს მინისტრმა აღნიშნა, ერთგვარად შეურაცხმყოფელია საქართველოსთვისაც თავშესაფრის მთხოვნელთა ისეთი ნაკადი, რომელიც ბოლო პერიოდში საფრანგეთში ფიქსირდება.

„2017 წლიდან ძალიან შესამჩნევი გახდა თავშესაფრის მთხოვნელთა ზრდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთგვარად შეურაცხმყოფელია საქართველოსთვისაც თავშესაფრის მთხოვნელთა ასეთი ნაკადი, ამიტომ როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს ქვეყანა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა განხილული უნდა იყოს ცალკე. როგორ შეიძლება, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი ინტერესების მიხედვით გამოიყენოს თავშესაფრის მოთხოვნის ზოგადი პრინციპი. ამ საკითხებზე მიდის მსჯელობა საქართველოს პარლამენტშიც. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს საკითხი და ზოგადად შენგენის სივრცესთან წვდომა. თუ ამაზე არ ვიმუშავეთ, ხვალ შეიძლება საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ღრმა თანამშრომლობა ამ საკითხებზე - კონკრეტულად ინფორმაციის ურთიერთგაცვლის კუთხით თანამშრომლობა. ასეთი ორმხრივი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერს გახდის თითოეული მხარის მუშაობას“, - განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ