თუშეთის გზაზე სტიქიის დროს ჩარჩენილი მგზავრები და  მწყემსების ნაწილი ბარში დაბრუნდნენ

თუშეთის გზაზე სტიქიის დროს ჩარჩენილი მგზავრები და მწყემსების ნაწილი ბარში დაბრუნდნენ. „ ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ საქართველოს გადამღები ჯგუფის 5 წევრს და ორ მწყემსს სოფელ ლეჩურში თუშეთის გამგებელი დახვდათ.

ლადო კახოიძის თქმით, ყველა მათგანი უვნებელი დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობენ.

„მწყემსებმა, რომლებიც „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ საქართველოს ჯგუფის წევრებს ეხმარებოდნენ ცხვრის გადარეკვის პროცესის გადაღებაში, სტიქის დროს გზა ვეღარ გააგრძელეს, თუმცა უსაფრთხო ადგილას იყვნენ. ცოტა ხნის წინ დაბრუდნენ ბარში. ამ ეტაპზე თუშეთის გზაზე დარჩენილები არიან მწყემსები, თუმცა მათ საფრთხე არ ემუქრებათ და ცხვარს მწყემსავენ“, - განაცხადა ლადო კახოიძემ.

რაც შეეხება ადიდებულ მდინარე სტორს, გამგებლის ინფორმაციით, წყლის დონე კვლავ მაღალია და დამეწყრილ მონაკვეთებში ჯერჯერობით სამუშაოები ვერ იწყება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში