ნინო ზამბახიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის აგროსაინვესტიციო ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის აგროსაინვესტიციო ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ადგილობრივ ფერმერებსა და ღონისძიების მონაწილეებს ასოციაციის საქმიანობა, მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე გაიმართა.

„იმისთვის, რომ ფერმერული მეურნეობები განვითარდეს, აუცილებელია ფერმერების ჩართულობა. სწორედ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი ამას უწყობს ხელს, რომ მოვისმინოთ სხვადასხვა პროექტების პრეზენტაციები და მოვისმინოთ ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ფერმერები, რის შემდეგაც მოხდება სამთავრობო პროექტების მოდერნიზება“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეთხილეობის, მეკენკრეობის, მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. ფორუმის მონაწილეებმა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და რეგიონში აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ