ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება და პროპაგანდა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე

ცხოველთა წამება/სასტიკ მოპყრობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც მკაცრდება. “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, კოდექსის 259-ე მუხლს ემატება დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა:

შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვეტერინარის დანიშნულების გარეშე, - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.

შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან ორ წლამდე.

ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ასეთის ნების დართვა - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

“სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც თავის მხრივ, “შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ ახალ კანონს უკავშირდება, პარლამენტის ბიუროს 13 მაისის სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტი ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს. პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა