პრემიერი - დღეს გამორჩეული დღეა ჩვენი ერის ისტორიაში, აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს, დღესვე აღევლინა ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში

დღეს ჩვენი ერის ისტორიაში გამორჩეული დღეა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დღევანდელი დღე საქართველოს მოსახლეობას მიულოცა და აღნიშნა, რომ მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის მშენებლობა დაიწყება. ასევე, მისივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნება.

„დღეს არის გამორჩეული დღე ჩვენი ერის ისტორიაში. დღეს აღვნიშნავთ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. დღესვე აღევლინა ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. ასევე, დღესვე ჩვენ აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს. მე მსურს, ყველა ჩვენს მოქალაქეს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამავე ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის მშენებლობა დაიწყება, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველაზე სანუკვარი, ჩვენი ეროვნული საგანძური. აქვე გაიხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

კიდევ ერთხელ მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე", - განაცხადა მამუკა ბახატაძემ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს