გემრიელი „სადილი“ თქვენს თეფშზე თუ ზურგჩანთაში (R)

მათთვის, ვისთვისაც ყოველდღიურად სხვადასხვა კერძის მომზადება დამქანცველი საქმეა, „სადილის“ უგემრიელესი კერძები ნამდვილი მისწრებაა! რატომღა გავისარჯოთ, როცა „სადილი“ უკვე მზადაა და შეიძლება პირდაპირ ჩვენს თეფშზე აღმოჩნდეს!

კომპანია „ჯეო ნატურალსი“, რომელიც სავაჭრო ნიშნის – „სადილის“ მფლობელია, 2016 წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული პროექტების მართვის სააგანეტოს თანადაფინანსებით დაფუძნდა და მას შემდეგ, განსხვავებულ და უგემრიელეს ხორციან თუ ვეგანურ კერძებს ქილებში აბსოლუტურად მზა მდგომარეობაში აწარმოებს. საწარმო აღჭუვილია ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით და იგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორი – გიორგი თუთბერიძე აღნიშნავს, საწარმოში დაცულია ყველანაირი სანიტარული თუ საკვების უსაფრთხოების ნორმა, სისუფთავე და ა.შ. პროდუქცია კი ყოველი გამოშვების შემდეგ, ლაბორატორიაში მოწმდება, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ.

ბატონი გიორგი თუთბერიძე საწარმოსა და იმ კერძების შესახებ გვესაუბრება, რომელთა დაგემოვნება და შეძენა სხვადასხვა ბრენდულ სუპერმარკეტებში შეგიძლიათ:

- თუნუქის ქილებში მოთავსებული ჩვენი „სადილი“ არ არის სტანდარტული „კონსერვი“, მასში აბსოლუტურად ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტია, რადგან ხელოვნურ, ქიმიურ დანამატებს და რაიმე შემცვლელებს ჩვენ კატეგორიულად არ ვიყენებთ. ყველაფერი ნედლი და საღია, მათ შორის, ხახვი, ნიორი, სუნელებიც და სხვა დანარჩენიც. თანამედროვე ტექნიკა, რომლითაც „სადილი“ მზადდება, ევროპიდან შემოვიტანეთ და მაღალი დონის, მოვლილი, სუფთა, უსაფრთხო მცირე საწარმო გავხსენით, სადაც ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში კეთდება, ადამიანის ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ოფიციალური სერტიფიკატი გვაქვს. გახსნიდან მალევე მივიღეთ ISO 22000, რომელიც მის სტანდარტებს შეესაბამება.

„სადილის“ ვარგისიანობა ორი წელია, რაც ბევრს უკვირს და მეკითხებიან, ქიმიური დანამატების გარეშე, ეს როგორ ხდება. პასუხი მარტივია. თუკი შეიძლება, რომ ბებიების მომზადებულმა კომპოტებმა 3–4 წელს გაძლოს და მათი ჭამისას არ ვიწამლებით, იგივე მეთოდით კეთდება „სადილის“ სანიტარიზაცია და სტერილიზაცია, ოღონდ სამრეწველო მასშტაბით, უფრო მაღალ დონეზე, მეტი სიზუსტისა და სტანდარტის დაცვით. ამას ავტოკლავის პროცესი ჰქვია, სადაც მაღალი წნევისა და ტემპერატურის შედეგად ხდება სტერილიზაცია და ყველანაირი მიკრობი იღუპება, ქილაში შექმნილ ვაკუუმში ხდება ის, რისი წყალობითაც პროდუქტი თავის გემოვნურ თვისებებს ინარჩუნებს და ისეთია, როგორიც მასში ჩაიდო. ქილა ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე 2 წლის განმავლობაში ინახება.

კერძებს ჩვენი შეფმზარეული ამზადებს. გვინდოდა, მის მიერ, ოჯახურად, რესტორნის დონეზე და გემრიელად მომზადებული, ნატურალური პროდუქტი შეგვექმნა. ჩვენ ძირითადად ქართულ ნედლ ხორცს ვიყენებთ, რომლითაც თეთრი წყაროს რაიონიდან გვამარაგებენ. ხორცის მწარმოებელი ქვეყანა რომ საქართველოა, ეს ჩვენს ეტიკეტზეცაა მითითებული.

სამი ხაზი გვექნება - პრემიუმი, ვეგანური და ეკონომ კლასი.

პრემიუმ კლასში ხორცი აუცილებლად ქართული და ნედლი იქნება, გაუყინავი, რომელიც საკმაოდ ძვირია. „მეგრული ხარჩო“, „ყალია იმერულად“, „ტოლმა ვაზის ფოთოლში“, კუპატი – ყველა პრემიუმ კლასია, რომელიც კიდევ განვითარდება და ქართულ სამზარეულოს ევროპულიც დაემტაება. თითო ქილა 400 გრამიანია და ორი ადამიანისთვის კარგი ულუფაა.

ჩვენთან ნელ-ნელა ვეგანური ხაზიც პოპულარული ხდება. გვაქვს ფლავი სოკოთი; დავამატეთ სოკო დამარინადებული და მალე გვექნება სტაფილო პაპრიკით.

ვინაიდან ბაზარზე მოთხოვნა ეკონომ კლასზეცაა, ჩვენი სოციალური პირობებიდან გამომდინარე, მომხმარებელს ამასაც მივაწოდებთ, რადგან 8-9 ლარიან პრემიუმ კლასის კერძს ყველა ვერ იყიდის. სტანდარტებიც და ლოგოც იგივე იქნება, უბრალოდ, ხორცის წარმომავლობა არ იქნება ქართული – კარგი ხარისხის, ოღონდ, იმპორტირებული. პირველ ეტაპზე, გამოვუშვებთ წიწიბურას ხორცით. დანამატები არც ერთ ხაზს არ ექნება, ამის გარანტიას გაძლევთ.

ჩვენი პროდუქტები იმითაა გამორჩეული, რომ ნოვატორულია. არავის ეგონა, რომ კუპატის ქილაში ჩადება შეიძლებოდა, ასევე, სხვა კერძების. „ყალია იმერულად“ ერთ–ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია ჩვენთან. გნებავთ ცივად მიირთმევთ, გნებავთ, შეათბობთ. შეწვა, მოხარშვა ან რაიმეს დამატება საჭირო არ არის.

ფასი ხარისხის შესაბამისია, შეძენა კი ყველა წამყვან, ბრენდულ სუპერმარკეტში შეგიძლიათ. ახლა ჩვენსავე სადისტრიბუციო სამსახურს ვაყალიბებთ, რომელიც უკვე იწყებს ფუნქციონირებას და “სადილს” არაბრენდულ მარკეტებშიც შევიტანთ. ონლაინ შეძენა კი ამ ეტაპზე მხოლოდ „მომიტანე.გე“-ს მეშვეობითაა შესაძლებელი. სამომავლოდ, კორპორატიული მომხმარებლების მომსახურებასაც შევძლებთ, რაც „ფეისბუკით“ უკვე ხორციელდება.

ვთანამშრომლობთ სასტუმროებთანაც, მათ შორის, ტურისტულ ზონებში და გეგმაში გვაქვს, კიდევ უფრო მეტი არეალი მოვიცვათ. უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ და მაღალმთიან რეგიონებში დადიან, ექსტრემალური და აგროტურიზმით არიან დაკავებულები, მზა „სადილი“ სწორედ მისწრებაა. რადგან ისინი სულ რუსული „ტუშონკებით“ იკვებებიან, რომელსაც ბევრი რამის დამატება სჭირდება, რომ კერძამდე მიიყვანო. „სადილის“ გასინჯვის შემდეგ კი ცხადია, მასზე უარი თქვეს. აგროტურიზმის ქვეყანა ვართ, სამზარეულო და ღვინოა ჩვენი სავიზიტო ბარათი და ტურისტებს რუსული პროდუქტით არ უნდა გავუმასპინძლდეთ!

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა