ივანე მაჭავარიანი - საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ, მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა და მთლიანად ეყრდნობა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრგის.

„საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური პოლიტიკის მიმართ, რომელიც მიზნად დავისახეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს მიზნებია: მიმდინარე ხარჯების კონტროლი, კაპიტალური ხარჯების დაჩქარება, დეფიციტის ნორმალიზაცია. პროგრამის დასრულებამდე ერთი წლით ადრე, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები წარმატებით განხორციელდა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის შეადგენს 4.6 პროცენტს და აღნიშნული მაჩვენებლით, ჩვენი ქვეყანა გამოკვეთილი ლიდერია რეგიონში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც გაეცნო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და განხორციელებულ რეფორმებს.

დღეს, მისიის წევრებმა მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვას სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ივნისში განიხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა