ნათია მეზვრიშვილი - ე.წ. ქუჩური გარჩევის დასჯა იძლევა შესაძლებლობას, თავიდან იყოს აცილებული ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა

2018 წლის სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრების გარკვეულ ნაწილს წინ ქუჩური გარჩევები უძღოდა, რაც მოქმედი კანონით, პირდაპირ კრიმინალიზებული არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, რომლის განმარტებით, ასეთი 300-მდე დანაშაული ვლინდება.

„იმ ფონზე, როცა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონი გავამკაცრეთ, გადავწყვიტეთ ეს ხაზი გაგვეგრძელებინა. ე. წ. ქუჩური გარჩევების მარეგულირებელი კანონმდებლობა სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა. ე.წ. ქუჩური გარჩევის დასჯა იძლევა შესაძლებლობას, თავიდან იყოს აცილებული ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პირველი მოსმენით სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა, რომლის გათვალისწინებით, ე.:წ. ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება ხდება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს