დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა სუს-ის  უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინა

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზეპირი მოსმენის მთავარ საკითხს წამოადგენდა, თუ როგორ მუშაობს და რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, რა აქტივობებს ახორციელებს და როგორ თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან რუსული დეზინფორმაციის კამპანიის გავლენების შესამცირებლად.

„დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მოკვლევის დაწყება გარკვეულწილად, განაპირობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო წლების ანგარიშებში ამ გამოწვევების, როგორც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეზე მითითებამ. ბუნებრივია, მოკვლევის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება, რომელიც ყველაზე სრულ ინფორმაციას ფლობს თუ როგორც მუშაობს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სისტემა საქართველოში სწორედ, ეს უწყებაა. ამიტომ, დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა იმ საკითხებს თუ რა საპასუხო ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საფრთხეების შესამცირებლად, როგორი კოორდინაცია არსებობს მათსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებებს შორის ერთიანი პოლიტიკის, ურთიერთშეთანხმებული მექანიზმების განსაზღვრის კუთხით და როგორი შეიძლება იყოს ამ პროცესში პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების როლი და მონაწილეობა“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს შეიმუშავებს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებიდან მთავარი მომხსენებლის, ნინო გოგუაძის გარდა, შეხვედრას ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ბოკერია და ჯგუფის მკვლევარი გიორგი გობრონიძე ესწრებოდნენ.

პროექტის მხარდამჭერია ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD) .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა